2016 წლის 6 დეკემბერს IXბ კლასში თემატიკიდან გამომდინარე ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი, "კაი ყმის სახე ქართულ მხატვრულ ნაწარმოებებში და მისი საწყისები ქართულ ფოლკლორში". გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები უკვე ნასწავლი მასალიდან გამომდინარე გაცნობოდნენ "კაი ყმის" სახის შექმნის საწყისებს ქართულ ხალხურ ლექსებში და დაეკავშირებინათ ისინი ერთმანეთთან. ეს იყო ინოვაციური გაკვეთილი მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საკუთარი აღმოჩენებით მოახერხეს ამ თემატიკის ირგვლივ მუშაობა, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფებში.
ფოტოები ატვირთულია მოცემულ ლინკზე:
http://bin.ge/dl/250851/-----------------------------------------------------------------------------------.rar.html